იტალიურმა კომპანი loro Piana-მ, მათი ბრენდის ქურთუკის გამო, რომელიც პუტინს ეცვა თავი იმართლა

იმ ქურთუკის გამო რომელიც ვლადიმერ პუტინს მოსკოვის „ლუჟნიკის“ სტადიონზე, 18 მარტს  ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის მერვე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აქცია-კონცერტზე ეცვა, იტალიურ ბრენდ loro piana-ს თავის მართლება მოუწია. ამის შესახებ ilfattoquotidiano წერს. 

ქურთუკი მილიონ ნახევარი რუბლი, დაახლოებით 13 000 ევროს ეკვივალენტი ღირს. როგორც loro piana აცხადებს, ეს ძველი კოლექციის მოდელია და მათმა კომპანიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ეს ბაზარი დატოვა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდა.

ისინი სოლიდარულები არიან უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ და მაქსიმალურად ეხმარებიან ჰუმანიტარული კუთხითაც.

გამოცემა წერს, რომ იმ ფონზე როცა ომის ეპიცენტრში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი თავის ხაკისფერი მაისურით და ქურთუკით, უბრალო და გასაგები ენით ყოველდღიურად ესაუბრება თავის ხალხს და მთელი მსოფლიოს ლიდერებს. სოციალური ქსელების პლატფორმიდან, სელფებით თუ ვიდეო ჩანაწერებით, სენატის, კონგრესის, ევროპარლამენტის თუ ბუნდესტარგის ტრიბუნიდან, ამ დროს პუტინი ან მონტაჟის მეშვეობით ან ცნობილი ბრენდების ქვეშ დაფარული ბრონჟილეტებით ჩნდება პუბლიკასთან.

რაც შეეხება პუტინის დიდ გატაცებას ბრენდულ სამოსთან დაკავშირებით, ცოტა ბუნდოვანია როგორ შეძლებს მომავალში ამას პუტინი, იმ ფონზე როცა ყველა ცნობილი და დიდი ბრენდი შეუერთდა დაწესებულ სანქციებს და გავიდა რუსეთის ბაზრიდან, ხოლო მათ კი რომლის სამოსითაც შეიძლება გამოჩნდეს პუტინი უხერხული მდგომარეობა ექმნებათ და თავის მართლება უწევთ..როგორც ეს ,,loro piana-ს შემთხვევაში მოხდა.

უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.

ასევე წაიკითხეთ 

კომპანია LG Electronics რუსეთის ბაზრიდან გადის

ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა.


ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო

RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს

RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის